საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში ჯი თი სი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
თანამდებობის დასახელება: საწყობის თანამშრომელი
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი)
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთის მიღების შემდეგ საჭირო პროდუქციის მოძიება და შეგროვება;
- პროდუქციის სწორად და უსაფრთხოდ მომზადება და ტრანსპორტში დატვირთვა;
- პროდუქციის (საყალიბე სისტემა, კოჭი, დგარი, და ა.შ.) დატვირთვის პროცესის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- საწყობის ტექნიკის სისუფთავეზე ზრუნვა;
- საწყობის პერიოდული აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციის დალაგება, დახარისხება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა,ორგანიზება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.